გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მლეთაში მაშველების მობილიზება მიმდინარეობს

30-05-2018

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული. ამის შესახებ 1tv საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

მაშველების მობილიზება მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო გახდა საჭირო, რადგან ამ მონაკვეთზე ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

გასულ წელს ლომისობაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება

imedinews.ge