გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: EPP უნდა იცოდეს, რომ ძალიან მწარედ ცდებიან, როდესაც საქართველოს აიგივებენ სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან, იქნებ ცოტა შორს გაიხედონ

31-05-2022

“ევროპის სახალხო პარტია, მისი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ სააკაშვილის წერილის საჯაროდ წაკითხვით და საქართველოს ხელისუფლების მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებების ფრქვევით, ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს”- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას.

 

“ევროპის სახალხო პარტია, მისი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ სააკაშვილის წერილის საჯაროდ წაკითხვით და საქართველოს ხელისუფლების მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებების ფრქვევით, ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს. ის იცავს და ამართლებს უმძიმესი ბრალდებების მატარებელ სააკაშვილს, რომელიც ახლა ციხის საკნიდან მისი პოლიტიკური დაისის შემყურე, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ზედაპირზე იტივტივოს და სწორედ ტუსკი და კომპანია, სავარაუდოდ არცთუ უანგაროდ, ეხმარებიან ამაში. და თუ ეს არის ტუსკის და მისნაირების ღირებულებითი არჩევანი, ამით რას ეუბნებიან საზოგადოებას? EPP უნდა იცოდეს და თუ არ იცის, უნდა გააგებინოს ვიღაცამ, რომ ძალიან მწარედ ცდებიან, როდესაც საქართველოს აიგივებენ სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან. იქნებ ცოტა შორს გაიხედონ!”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.