გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთში ქართული ინვესტიციებით კაზინო გაიხსნება

30-05-2018

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ლაგოდეხში კაზინო გაიხსნება. 

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კაზინოს ამოქმედება ზაფხულში იგეგმება.მისი თქმით, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდება და კაზინოს გახსნით ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავალი გაიზრდება. 
"მოგეხსენებათ, რომ ლაგოდეხი საზღვრიდან ახლოსაა და კაზინოზე მოთხოვნა დიდი იქნება. კაზინოს მომხმარებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უცხოელი ტურისტები. ეს არის ქართული კერძო ინვესტიცია, რასაც ძალიან დიდი შემოსავალი ექნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის შემოსავლები გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

knews.ge