გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა

1-06-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის ღონისძიება გაიმართა.

„ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა მოზარდებს ნიკოლოზ წულუკიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ჯადოსნური წრე“ წარუდგინეს. „სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლამ“ კი, მოაწყო ექსპოზიცია, სადაც სამხედროების შვილების ნამუშევრებიც გამოიფინა. აღნიშნული ორგანიზაციები თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობენ. სამინისტროს ტერიტორიაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმაც იზრუნეს.

თავდაცვის სამინისტრომ ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით უმასპინძლა.