გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლანჩხუთში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2-06-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  ბავშვთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  ბავშვთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. 


ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლანჩხუთში დილიდან დაიწყო. აღსანიშნვია, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღეც აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სოფელ ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.


ღონისძიება გაიმართა ჩოჩხათისა (გულიანის კორპუსი) და ქალაქის მესამე საჯარო სკოლებში. შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლესის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და დღის ცენტრ ,,იავნანას" ესტუმრნენ.


ქალაქის ცენტრში კი საზეიმოდ მორთულ სკვერში პატარებს თოჯინების თეატრმა უმასპინძლა, შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.ღონისძიებებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.