გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ UNWTO-ს ევროპის კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

3-06-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 67-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სომხეთში, ერევანში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.


კომისიის სხდომას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროების და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადისკუსიო პანელები, სადაც ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის ინიცირებული რიგი პროექტები განიხილეს. მხარეებმა ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის დინამიკის, არსებული გამოწვევებისა და მდგრადი ტურიმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინიციატივებზე იმსჯელეს.