გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

18 შშმ ვეტერანს თანამედროვე ტიპის პროთეზები დაუმზადდება

30-05-2018

ეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  დღეს საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით 18 შშმ ვეტერანი გაისინჯა.ეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  დღეს საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით 18 შშმ ვეტერანი გაისინჯა.
კონსულტაცია ვეტერანებს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე, გერმანიიდან, კომპანია ,,ottobock”-იდან მოწვეულმა, მაღალი კვალიფიკაციის პროთეზისტ-სპეციალისტმა, ტიგრან გარიბკომ გაუწია.
თანამედროვე პროთეზები, რომელიც ბენეფიციარებს დაუმზადდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაში  ინტეგრაციის პროცესს. 
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ​ სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე  დაესწრნენ.