გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოკუპანტებმა მეჯვრისხევის და კირბალის მოსახლეობას ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მოლოცვის საშუალება არ მისცეს

30-05-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრებლებს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის მოლოცვის საშუალება წელსაც არ მისცეს. 

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ტერიტორია სადაც სალოცავი მდებარეობს ოკუპირებულია და ადგილობრივებს მიახლოვების უფლება აღარ აქვთ. სოფელში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ე.წ საზღრის სიახლოვეს განლაგდნენ და ადგილობივებს ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. ქართველებისთვის აკრძალულ ზონაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ მოექცა. 

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ლომისობის დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავს, რელიგიური რიტუალის ჩატარება ოკუპანტების დამსახურებით უკვე მეათე წელია ვეღარ ხერხდება.

newposts