გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აგროსატყეო მიმართულების სტუდენტებისთვის, ჯიღაურას ბაზაზე საველე ტრენინგი ჩატარდა

7-06-2022

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული და სატყეო საქმის სტუდენტებისთვის, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობასა და მათ გაშენებაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საველე ტრენინგი მოეწყო.


სტუდენტებმა სატყეო კულტურების, ხეხილისა და ვაზის ცოცხალი კოლექციები,აგრომეტყევეობაში გამოყენებული მერქნიანი მცენარეების სახეობები, ქარსაფრის მოდელები დასხვადასხვა სქემითგაშენებული სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პლანტაციები დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.


ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. კოლექციაში, დღეისთვის, 88 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.