გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8-06-2022

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, ონის მუნიციპალიტეტების მერი - სერგი ხიდეშელი და შერჩეული მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების წარმომადგენლები დაესწრნენ. იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.


შეხვედრაზე ათეას აღმასრულებელ საბჭოს წარედგინათ ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და დამტკიცდა ათეას გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა.


აღნიშნული შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.