გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

9-06-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.


თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცნობილ რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.