გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებს ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ

31-05-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებს ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში მიმდინარეობს. 

აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან. ამასთან, სოლიდარობის აქციაზე ორი წლის წინ ხელვაჩაურში მოკლული 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ორი წლის განმავლობაში დამნაშავე არ დასჯილა და ისინი პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვენ. 
აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია აბულაძის თქმით, სახელმწიფო დაზარალებული ოჯახის წინააღმდეგ მუშაობს და დამნაშავეების დასჯა არ ხდება.
"ეს არის სოლიდარობის აქცია და ზაზა სარალიძის ოჯახს სოლიდარობას ვუცხადებთ. სახელმწიფო ინსტიტუცია ისედაც დაზარალებული ოჯახის წინააღმდეგ მუშაობს და დაუსჯელები არიან დამნაშავეები",- განაცხადა გია აბულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"