გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გია ხუბუა: დღეს საღამოდან ენგურჰესი სრულად ამოქმედდება

1-06-2018

ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას ინფორმაციით, ენგურჰესის 2 აგრეგატი უკვე ჩართულია. რადიო „ათინათს“ ხუბუამ უთხრა, რომ ამ წუთებში ჩასართავად მესამე აგრეგატს ამზადებენ, საღამოს კი მეოთხე აგრეგატიც ჩაირთვება.

„ამ ეტაპზე ოთხი აგრეგატი სრულიად საკმარისია ქვეყნის მასშტაბით მომარაგებისთვის“, - აღნიშნა ხუბუამ.

24 მაისს, საღამოს 20 საათსა და 11 წუთზე ენგურჰესის ავარიული გათიშვის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის უბნების უმეტეს ნაწილს. ელექტროენერგია ჰქონდა შეზღუდული ოჩამჩირის, გალის, ასევე გულრიფშის რაიონებსაც.

ამ ეტაპზე, ელექტროენერგია მოსახლეობას თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებული რესურსით მიეწოდება. ენგურჰესის ხუთივე ჰიდროაგრეგატი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს.

radio atinati