გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა ქუთაისელმა სტუდენტებმა გამოუცხადეს

1-06-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა ქუთაისელმა სტუდენტებმა გამოუცხადეს. ამ წუთებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ. 
სტუდენტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ და დასაჯონ მკვლელები. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსები არ დაპატიჟეს და მას მხოლოდ სტუდენტები მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"