გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

"მოსაყდრედ გამოცხადებამდე, რამდენიმე დღით ადრე მეუფე შიო მოულოდნელად მოსკოვში გაფრინდა"

27-11-2017

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას ინფორმაციით, პატრიარქის მიერ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს მოსაყდრედ გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ის მოსკოვში იმყოფებოდა. მირცხულავამ არ იცის უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი უშუალოდ მოსაყდრედ გამოცხადებას, თუ ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა "აფხაზეთის ეკლესიის" საკითხზე რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოების ე.წ. ერთობლივ კომისიას.

"როგორც ირკვევა, მოსაყდრედ გამოცხადებამდე, რამდენიმე დღით ადრე მეუფე შიო მოულოდნელად გაფრინდა მოსკოვში, საიდანაც იმავე დღეს დაბრუნდა. "

- იცის ვინმემ რატომ გაფრინდა მეუფე შიო მოსკოვში?

-"ამას ვერ გეტყვით, შესაძლოა მან ერთობლივ სამუშაო ჯგუფზე ან მოსაყდრედ დასახელებასთან დაკავშირებით კონკრეტული მესიჯები ჩამოიტანა რუსეთის საპატრიარქოდან. ეს მხოლოდ ვარაუდებია. დანამდვილებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მან რუსეთიდან რაღაც გარანტიები მიიღო. ფაქტი ისაა, რომ ამ ყველაფრის შემდგ ილია მეორემ მეუფე შიო მოსაყდრედ გამოაცხადა. " აცხადებს მირცხულავა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.


წყარო: "გურიის მოამბე"