გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გენადი არველაძე ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელს ოჰად კოენს შეხვდა

14-06-2022

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელთან ოჰად კოენთან.  


მხარეებმა განიხილეს საქართველო - ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი ხელშეწყობის შესაძლებლობები. 
ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა მიზანშეწონილობის კვლევაზე საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც 2020 წელს დასრულდა.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.