გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott შეემატება

15-06-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად „Courtyard by Marriott"-ის ფინალური სამუშაო პროცესი დაათვალიერა.


2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი შეემატება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.


41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის" მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად სასტუმრო გახსნისთვის ემზადება. დასრულდა როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.