გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავი გემები შავი ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურების ფაქტზე დაჯარიმდნენ

16-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.


პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.


ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 ათასამდე ლარი შეადგინა.


პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავ გემებსსაქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.