გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ტურუსტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

4-06-2018

კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა  და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, კახეთის საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

კახეთის რეგიონთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.