გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ასპინძაში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

4-06-2018

ასპინძის სარაგბო ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 250  მოზარდი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის რაგბის ფედერაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 14 აპრილს დაარსდა. ფედერაციის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ჯანსაღი თაობის აღზრდა.