გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მედიასკოლაში მაკა ანთიძემ ჟურნალისტებს როიტერში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა

20-06-2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მონაწილეებმა მედიასკოლაში მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს. მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია.


ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის AssociatedPress -ის კორესპონდენტი იყო.


როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიღეს. მაკა ანთიძემ ტრენინგის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჟურნალისტებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნას მიიღეს და ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს.