გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

4-06-2018

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. თბილისის გზატკეცილზე მოძრავი "გოლფის" მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.
ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"