გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი სოხუმში მიიწვია

5-06-2018

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია ხაჯიმბას ე.წ ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს. 

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, უშიშროების საბჭოზე სირიაში რაულ ხაჯიმბას ვიზიტის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, ხოლო ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვიეს.

29 მაისს, სირიამ საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

1 ივნისს კი ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის ე.წ. საელჩო გახსნეს.