გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ: რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!

23-06-2022

ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ვირსალაძის ნებისმიერი სპექტაკლი რუსეთში დაიდგმება თუ სხვაგან და საიდან ჩაირიცხება თანხა ამაში არაფერი არ არის ამორალური.

 

„ადამიანმა, რომელმაც შექმნა უნიკალური კოსტიუმები... ჩვენ რომ მოგვწონს სუხიშვილების ცეკვა, რასაც ვუყურებთ ყველაფერი მისი გაკეთებულია, ვირსალაძის. ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.