გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას

25-06-2022

ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში.
 
აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სრულად დააფინანსებს სტუდენტების  სწავლებას  გერმანიის უნივერსიტეტში.
 
პროგრამა ხორციელდება ფლენსბურგის უნივერსიტეტის ნავიგაციის ფაკულტეტზე უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
 
სტუდენტების ევროპული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში მოქმედ ყველა უნივერსიტეტში მოქედებს პროგრამა, რაც სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს.