გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე

27-11-2017

მარკეტინგული კომპანია Q-Net-ის სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი, მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი გახდა. ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის წევრები შეიკრიბნენ და ფაქტი აქციით გააპროტესტეს.

სპორტსმენები ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ და კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრასა და სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას ითხოვდნენ.

ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამით საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

„ჩვენთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ე.წ. რბილი ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების პროვოკაციულ განწყობებზე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაზეც აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ.

 

წყარო: Institute of Peace Studies