გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

28-06-2022

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.


„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით  გადაადგილება შესაძლებელი იქნება   მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებითგადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“.რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრისმიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედაგასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.