გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის ტექნოპარკში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

29-06-2022

კასპის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე და მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ნინი მოსიაშვილი კასპელ ახალგაზრდებს შეხვდნენ  და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს.


პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა აკადემიაში ჩარიცხვის და სწავლის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


პროექტი ახალგაზრდებს აკადემიის პროფესიონალი დეველოპერები 7 თვეში, საბაზისო ცოდნის გარეშე პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას სთავაზობენ.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა.


სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.


პროექტის პრეზენტაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.