გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განვიხილეთ

29-06-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართა შეხვედრა.


მთავრობის მეთაური შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება და წერს, რომ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განიხილეს. 


პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლიერია.


"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას,"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.