გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ნათია მეზვრიშვილი: ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია

6-06-2018

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული დასკვნის მიხედვით, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება, რის გამოც ტატუნაშვილის საქმეს   წამების კვალიფიკაცია დაემატა და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც დაიწყება გამოძიება.


ნათია მეზვრიშვილი: „როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად,   ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია.  ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი  იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ.  ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ  ოჯახის წევრებთან“-განაცხადა მეზვრიშვილმა.