გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი" მიიღო მონაწილეობა

1-07-2022

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, რომელსაც მისი ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ხელმძღვანელობდა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რეგიონალურ სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი" მიიღო მონაწილეობა.


სამიტზე განხილული იქნა შავი ზღვის ქვეყნებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის პროექტების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პროექტები და ენერგეტიკული წყაროების ჩანაცვლების საკითხები.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტებმა სამიტზე დიდი ინტერესი გამოიწვია.


სამიტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ნავთობის და გაზის კომპანიების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.