გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე სამადაშვილი: დეკემბერში ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა

1-07-2022

„მე ამ გეგმის მონაწილეობაში თუ ჩავებმები, ე.ი. დეკემბერში, როდესაც ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა და იტყვის, რომ არანაირი პროგრესი ჩვენ არ გვაქვს, უკვე მეც ვარ თანამონაწილე ამ წარუმატებლობის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო“-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, საზოგადოების დაცინვაა გეგმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.


„დაცინვაა საზოგადოების ის ე.წ გეგმა, რაც მან დღეს წარადგინა. მე ამ გეგმის მონაწილეობაში თუ ჩავებმები, ე.ი. დეკემბერში, როდესაც ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა და იტყვის, რომ არანაირი პროგრესი ჩვენ არ გვაქვს, უკვე მეც ვარ თანამონაწილე ამ წარუმატებლობის, იმიტომ, რომ მეც ავიღე პასუხისმგებლობა, როდესაც ჩავერთე ამ პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.