გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ, 25 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული

5-07-2022

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა" ფარგლებში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, უკვე დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი.


წამლობა, რომელიც მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მავნებლის გავრცელების არეალისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით იგეგმება, მთელი სეზონის განმავლობაში, საჭიროების გათვალისწინებით გაგრძელდება.


კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. შედეგად, მცირდება მავნებლის რაოდენობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები.


აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.