გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა მდინარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების პირით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ გვესაუბრება

9-07-2022

„სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციის პირით „ნაცმოძრაობა“ გველაპარაკება, რომ ქვეყანა უნდა წალეკონ, აკერმანის გეგმა უნდა განახორციელონ, ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნან, რომ ენჯეო სექტორმა უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და გიგაური ან ლომჯარია უნდა იყოს მთავრობის თავმჯდომარე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ასეთ აბსურდებზე ლაპარაკობენ, ლოგიკა გვეუბნება, რომ მათ უკვე ბოლო სვლა აქვთ იმისათვის, რომ რამენაირად ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

 

„არავის უხსენებია ბოლო დღეებში და გაგახსენებთ, მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნებ არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ლობისტებთან დასახარჯ ფულზეა საუბარი“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.