გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გათვლაა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რათა საქართველომ არ მიიღოს პოზიტიური პასუხი, ეს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია

15-07-2022

როგორც იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის არა პროცესის ბოიკოტი, არამედ, პროცესის საბოტაჟი. ბოიკოტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია არ ერთვება პროცესში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს იმას, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.


„ამ 12 პრიორიტეტან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით. ის, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რომ არ მიიღოს საქართველომ პოზიტიური პასუხი. ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.