გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

18-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.


მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ.


ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.


უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.