გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა

8-06-2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ლანჩხუთის „მედ ალფაში“ გადიან მკურნალობას.

„მედ ალფას“ წარმომადგენლების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოწამლული ქალის განცხადებით, მან ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მან თავად შეწამლა ტერიტორია ფაროსანასსაწინააღმდეგო ხსნარით და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია.

გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკის გამოყენებით ხეხილის დამუშავება მიმდინარეობს.

"რუსთავი2"