გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

27-11-2017

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის რეაბილიტაციისა და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლის, მოთხოვნით ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მესტიის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანის თქმით, აქციის შესახებ ინფორმაცია აქვთ და ადგილობრივებს ჭუბერის გამგებელი შეხვდება.

"როგორც მითხრეს, ისინი ძველი ელერქტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ, რაც ენერგო-პროს პრეროგატივაა. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი... მათთან სოფლის გამგებელი და მისი მოადგილე მივლენ და მას შემდეგ უფრო დეტალურად გვეცოდინება მათი მოთხოვნების შესახებ", - აღნიშნა ნელი ნავერიანმა.

ჭუბერში აქცია ამ დრომდე გრძელდება.


წყარო: რადიო "ათინათი"