გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავის მეფრინველეობის ფაბრიკის მიერ ნაგავსაყრელზე წაღებული კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა

11-06-2018

მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასეულობით კვერცხი რუსთავის ერთერთი მეფრინველეობის ფაბრიკიდან სოფელ ყიზილაჯლოს ნაგავსაყრელზე წაიღეს და სამშენებლო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაყარეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკა ერთი კვირის წინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა, რის შემდეგად მოხდა კვერცხების ნაგავსაყრელზე გადაყრა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დარბის რამდენიმე ასეული წიწილა ყიზილაჯლოს ტერიტორიაზე. მოსახლეობამ კი გამოჩეკილი წიწილები სახლში წაიყვანა.

როგორც ადგილობრივები ინფო რუსთავს უყვებიან, კვერცხები ყიზილაჯლოს ნაგავსაყრელზე დაახლოებით ერთი კვირის წინ დაყარეს. ვიდეო 5 დღის წინ არის გადაღებული,  facebook-ში კი დღეს გავრცელდა

ვიდეო სოციალურ ქსელში საჰიბ ბაირამოვმა გაავრცელა. 

"ინფორუსთავი"