გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის კოორდინატორს და პროგრამის უფროს ოფიცერს შეხვდა

21-07-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის კოორდინატორს - მაია მოსიშვილს და პროგრამის უფროს ოფიცერს - გურანდა გოგიტიძეს შეხვდა.

 

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პრინციპების შესახებ ისაუბრეს, რაც მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანაბარ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესსა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე, მერის მრჩეველი - თამარ ხომასურიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

 

მერის წარმომადგენლებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელოები.