გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში

11-06-2018

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში  მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების თქმით, სოფელ მანავში საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 6 მგზავრი კი დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ საგარეჯოს რაიონულ საავდმყოფოში, შემდეგ კი 3 დაშავებული თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი 7 წლის გოგონაა, ის მრავლობითი დაზიანებით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.  ორი ქალი კი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ისინი სიღნაღში საატესტატო გამოცდებზე მიდიოდნენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"რუსთავი2"