გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გია აბაშიძე ტვ პირველზე: ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის "ჟურნალისტებს" მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, "ნაციონალური მოძრაობის" "პოლიტიკოსთა" რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ

23-07-2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” მიერ მამუკა მდინარაძის ოჯახზე გავრცელებულ სიუჟეტის ანონსს ეხმიანება.

 

მისი თქმით, ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის "ჟურნალისტებს" მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, "ნაციონალური მოძრაობის" "პოლიტიკოსთა" რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ.

 

"ტვ პირველის" ტოტალურად უვიცი და დეზინფორმატორი "ჟურნალისტები" ჩვეულებას არ ღალატობენ და იგონებენ მორიგ დეზინფორმაციას. თურმე მამუკა მდინარაძის სიმამრი სახელმწიფო ტენდერების უპირობო მოგებულია და ა.შ. ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის "ჟურნალისტებს" მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, "ნაციონალური მოძრაობის" "პოლიტიკოსთა" რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ. თუმცა, სააკაშვილის რევანშისტული ფრთის კმაყოფაზე მყოფთაგან ზნეობაზე საუბარი არასოდესაა მოსალოდნელი”-წერს გია აბაშიძე.