გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რატი იონათამიშვილი: ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან

26-07-2022

მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეუარცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"ანუ, თუ ადამიანი შენი მთავარი სამიზნეა და მის წინააღმდეგ, წლების მანძილზე, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ნახავ, მაშინ უნდა იკადრო და მის ოჯახის წევრს მიაყენო შეურაცხყოფა? ეს არის სწორი და საქებარი ქმედება?


აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი - უზნეო, ცილისწამება - სიმართლე და ყველაფრის კადრება - ღირსების გამოვლენა" - წერს იონათამიშვილი.