გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით მათიკაშვილი: არახამიას ნაბოდვარში მტრობასთან ერთად აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მცდელობა

26-07-2022

ბატონი გია კობახიძე როგორც.ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმევებაში და გამყარებაში, ბატონი არახამია, კი როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მაგრამ ძალზედ უბადრუკი მცდელობა.

 

"რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს" - წერს მათიკაშვილი.