გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანზე: ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა

26-07-2022

ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

მისი თქმით, ელჩები მიდიან და მოდიან, სახელმწიფოთა და ხალხთა ურთიერთობები კი გრძელდება, უბრალოდ სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ, ვიღაც კარგად გაახსენდებათ, ვიღაცა კი ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცუდად-ძალიან ცუდად.

 

„ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონი კელი დეგნანი, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს(აშშ-ს) და არის აკრედიტებული სხვა სუვერენულ სახელმწიფოში (საქართველოში). უფრო მეტად რომ განვმარტოთ, ის გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი. ცხადია არავის არ ავიწყდება ის დახმარება და მხარდაჭერა, რომელიც აშშ-მ საქართველოს მიმართ გამოიჩინა, არც ამერიკელებს(განსაკუთრებით სამხედროებს) არ ავიწყდებათ ის თანადგომა, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ სხვადასხვა სამხედრო მისიებში.

 

ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვების რაოდენობა კი არ დაიკლებს არამედ გაიზრდება. ელჩები მიდიან და მოდიან, სახელმწიფოთა და ხალხთა ურთიერთობები კი გრძელდება, უბრალოდ სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ, ვიღაც კარგად გაახსენდებათ, ვიღაცა კი ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცუდად-ძალიან ცუდად.: - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.