გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გორელი შშმ ვეტერანები სარეაბილიტაციო კურსს დაბა ურეკში გაივლიან

26-07-2022

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ''სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის'' თანადგომით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე, 10 დღიან საკურორტო-სარეაბილიტაციო კურსს, დაბა ურეკში გაივლიან.


პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ''სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის ამ ერთობლივ პროექტს, 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, ყოველ წელს ხორციელდება და მიმართულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების შშმ ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.