გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში

27-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. 


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. 


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ  30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგადმჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. 
 
"ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგადმჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში",-წერს პრემიერ-მინისტრი.