გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ძლიერმა წვიმამ გორში თორმეტამდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა

12-06-2018

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სოფლებში მეჯვრისხევსა და ზეტში მოსავლის მცირე ნაწილი დაზიანდა. თუმცა ძლიერმა წვიმამ ნიაღვრები წარმოქმნა და სოფელ მეჯვრისხევში თორმეტამდე საცხოვრებელ სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა.

ამ წუთებში სოფელ მეჯვრისხევში შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი იმყოფებიან. მაჭუტაძის განცხადებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ახდენენ. აღნიშნულ სამუშაოებში ჩაერთო მელიორაციის სამსახურიც და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა.

ამ დროისთვის რომელიმე ოჯახის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.

"ინტერპრესნიუსი"