გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გაგრის ტყეში ხანძარს ებრძვიან

12-06-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის ტყეში ხანძარი გაჩნდა. აფხაზეთის დეფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობა რთულია, რადგან ის ციცაბო ადგილას არის. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

დეფაქტო უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან სახლები ხანძრის ტერიტორიიდან დაშორებით დგას. ცეცხლი 4 კმ-მდე ფართობზეა გავრცელებული.

ცეცხლის ქრობის პროცესში 80 ადამიანი და 4 სახანძრო მანქანაა ჩართული.

ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

imedinews.ge