გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მიკროავტობუსს, რომელიც გომბორის უღელტეხილზე ავარიაში მოყვა, სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა

12-06-2018

მიკროავტობუსს, რომელიც 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე ავარიაში მოყვა, სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.


მისი თქმით, მიკროავტობუსში სანომრე ნიშნით OO-540-ON დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაც, რაც ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობას განსაზღვრავს.

სახმელეთო ტრანსპორტის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მგზავრობამდე მძღოლს მოსთხოვონ დამადასტურებელი ცნობა ტექდათვალიერების გავლის შესახებ.

ცნობისთვის, 3 დღის წინ მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო, ისინი სასკოლო ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

newposts